ავტორი:

"ასე წამოეწევა ყველას მოსახვევში ღმერთი, უფროსი პოლიციელიდან დაწყებული უმცროსამდე!" - იზა ომაძე გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე პოლიციელების დაკავებაზე

"ასე წამოეწევა ყველას მოსახვევში ღმერთი, უფროსი პოლიციელიდან დაწყებული უმცროსამდე!"  - იზა ომაძე გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე პოლიციელების დაკავებაზე

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი სტიქაროსანი, 23 წლის თემო ხადურის საქმეზე პოლიციელების დაკავებას ეხმაურება და წერს:

“მადლობა ღმერთს, ნათელი თემოს სულს, გამძლეობა, ნინო! ასე წამოეწევა ყველას მოსახვევში ღმერთი, უფროსი პოლიციელიდან დაწყებული უმცროსამდე! შინაგან საქმეთა სამინისტრო - მანდაც მოგაკითხავთ უფალი!“ - წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დრეს თემო ხადურის ოჯახის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის საქმეზე რამდენიმე პოლიციელი დააკავეს.

  • თემურ ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.

ოჯახის წევრების თქმით, მან, სავარაუდოდ, პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც პოლიცია მას დაედევნა, რის შემდეგაც ბიჭი გაუჩინარდა და მდინარეში მხოლოდ 3 დღის მერე იპოვეს.

ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდა.

ასევე იხილეთ: