ავტორი:

"საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საკანში იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს "შემთხვევით“ შეახვედრეს" - "სტრატეგია აღმაშენებლი"

"საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საკანში  იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს "შემთხვევით“ შეახვედრეს" - "სტრატეგია აღმაშენებლი"

საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას შეგნებულად დაირღვა უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი და იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს "შემთხვევით“ შეახვედრეს, - ამის შესახებ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

  • პარტიის განმარტებით, ციხის კედლებში მსგავსი "დამთხვევითი“ პროვოკაციები მიზანმიმართულ საფრთხეს წარმოადგენს.

"უკვე ერთი წელია, რაც რეჟიმმა პაატა მანჯგალაძე სრულიად უმიზეზოდ, უკანონო პატიმრობაში გამოამწყვდია.

მიუხედავად იმისა, რომ კანონით მას ყოფილი დეპუტატის სტატუსი და შესაბამისი დაცვის ზომები ეკუთვნის, სისტემა ცდილობს, ის ფსიქოლოგიური და ფიზიკური წნეხის ქვეშ ამყოფოს.

განსაკუთრებით საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას შეგნებულად დაირღვა უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი და იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს "შემთხვევით“ შეახვედრეს. ციხის კედლებში მსგავსი "დამთხვევითი“ პროვოკაციები მიზანმიმართულ საფრთხეს წარმოადგენს.

მოვითხოვთ პენიტენციური სამსახურისგან დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პაატა მანჯგალაძის სრული უსაფრთხოება და კანონით გათვალისწინებული პირობები;

ასევე, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნილი პატიმრის წინააღმდეგ მიმართული ფარული თუ ღია პროვოკაციები,“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ასევე იხილეთ: