"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ცოტნე "ინსტაგრამზე" მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.
შეგახსენებთ, UFC-ის ქართველი მებრძოლს, რომელიც აბუ-დაბიში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, თავს ლაჩრულად დაესხნენ უსმან ნურმაგომედოვი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი.
"გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის...
ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცურიო საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება", - წერს ცოტნე ივანიშვილი.
იხილეთ ასევე: