ავტორი:

ბრალდებულმა ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართობს არ ტოვებდა - რა ხდება ცნობილი თბილისში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე?

ბრალდებულმა ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართობს არ ტოვებდა - რა ხდება ცნობილი თბილისში მომხდარ ორმაგ მკვლელობაზე?

თბილისში, სანაპიროზე გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკლული ცოლ-ქმრის საქმესთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსისთვის“ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

პირმა, რომელმაც სავარაუდოდ ცოლ-ქმარი მოკლა, 62 წლის არის. ის სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, აღნიშნულმა პირმა, მოკლულ ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართობს არ ტოვებდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულ ცოლ-ქმარს ის სახლიდან დღეს უნდა გამოესახლებინა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები გამთენიამდე მუშაობდნენ, ასევე ადგილზე იმყოფებოდა პროკურორი ლევან ვეფხვაძეც.

იხილეთ ასევე: