ავტორი:

"ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული" - ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება

"ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული" - ბერა ივანიშვილი  მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა "ინსტაგრამზე" მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.

"გენაცვალეთ ბიჭებო! ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული.

ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს.

კავკასიაში გვაქვს სიტყვა იმ ადამიანებისთვის, ვინც ზურგიდან ეპარება მას, ვისაც რაოდენობრივად აღემატებიან..." - წერს ბერა ივანიშვილი.

შეგახსენებთ, UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, რომელიც აბუ-დაბიში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, თავს დაესხნენ უსმან ნურმაგომედოვი და მასთან მყოფი რამდენიმე პირი.