ავტორი:

"ოთხი წელი მედიაციას ვუწევდით მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო... 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულება" - აღსრულების ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე

"ოთხი წელი მედიაციას ვუწევდით მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო... 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულება" - აღსრულების ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე

აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლულებსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის მედიაციას 4 წლის განმავლობაში უწევდა, რათა მხარეებს შორის მორიგება შემდგარიყო.

  • მათივე განმარტებით, 11 ნოემბერს გამართულ უკანასკნელ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი.

"ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისში, ცოლ-ქმარი, მათსავე საცხოვრებელ კორპუსში, გუშინ მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.