ავტორი:

“ჩემი ძმა და მერაბი ამ დრომდე დაკავებულები არიან...“ - საბა ლაზიშვილის ძმა დახმარებას ითხოვს

“ჩემი ძმა და მერაბი ამ დრომდე დაკავებულები არიან...“ - საბა ლაზიშვილის ძმა დახმარებას ითხოვს

აბუ-დაბიში, მერაბ დვალიშვილთან ერთად მყოფი მოჭიდავის, საბა ლაზიშვილის ძმის ინფორმაციით, დვალიშვილიც და ლაზიშვილიც ამ დრომდე დაკავებულები არიან.

როგორც ზვიად ლაზიშვილი აღნიშნავს, შესაძლოა ისინი 48 საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები.

"მოგესალმებით ყველას. მინდა გამოვეხმაურო ამ სრულიად გიჟურ სიტუაციას, რაც უსმანისა და მერაბის დაპირისპირების შემდეგ ხდება. სამწუხაროდ, ჩემი ძმა საბა და მერაბი ამ დრომდე დაკავებულები არიან, ჯერ არ გაუთავისუფლებიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა, იქ 48 საათი გაატარონ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტს, როგორ განვითარდება მოვლენები.

ვფიქრობ, ეს სრულიად უსამართლოა, რადგან ჩემს ძმებს ცუდი არაფერი გაუკეთებიათ - ისინი უბრალოდ იცავდნენ თავს და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ეჩხუბათ და პასუხი გაეცათ. ამიტომ, გთხოვთ, ვისაც გაქვთ ძალა, ან რაიმე კავშირები, დაგვეხმარეთ და ხმა ამოიღეთ. რამდენიმე ძალიან კარგი ქართველი ბიჭი უკვე აკავშირებდათ და ცდილობს ადვოკატების პოვნასა და სიტუაციის მოგვარებას", - ამბობს საბა ლაზიშვილის ძმა, UFC-ის ყოფილი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი.

  • იგივეს აცხადებს საბა ლაზიშვილის მამა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ და მთავრობას ჩართულობას სთხოვს:

“მერაბი და საბა 48 საათით არიან დაკავებულები, სასამართლო იქნება, მთავრობა უნდა ჩაერიოს, უნდა დავეხმაროთ! ჩართული არიან უმაღლესი ეშელონები, საბასთან არ მისაუბრია მე. მოგვწერა თავს დაგვესხნენო და გაჩხაპნილები ვართო“, - განაცხადა “ფორმულასთან“ მოჭიდავის მამამ.

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს ჩაწერის დროს თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას ზურგიდან დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად და სახეში ურტყამს. მომხდარს ჯგუფური ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც დვალიშვილმა სახისა და თავის არეში დაზიანებები მიიღო.

იხილეთ ასევე: