“RAF იმედოვნებს, რომ მიუხედავად სასტუმროში მომხდარი ჩხუბისა, მერაბ დვალიშვილი შაბათს აბუ-დაბიში გასამართ ღონისძიებაზე იასპარეზებს,“ - Reuters -ი ორგანიზაციის თანადამფუძნებლის, ჩად ბრონშტეინის განცხადებას ციტირებს და აბუ-დაბიში მომხდარი სკანდალური დაპირისპირების შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს.
ამასთან, ბრონშტეინმა აღნიშნა, რომ შაბათს საღამოს დაგეგმილ ღონისძიებას უსმან მურმაგომედოვი არ დაესწრება.
სააგენტოს ინფორმაციით, აბუ-დაბის პოლიციამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ 10 ადამიანი დააკავეს.
“აბუ-დაბის პოლიციამ დააკავა 8 პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩხუბში. ასევე დააკავეს 2 პირი, რომლებმაც ინციდენტი გადაიღეს. პოლიციამ მათ მიმართ აუცილებელი სამართლებრივი ზომები მიიღო,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
"მოგესალმებით ყველას. მინდა გამოვეხმაურო ამ სრულიად გიჟურ სიტუაციას, რაც უსმანისა და მერაბის დაპირისპირების შემდეგ ხდება. სამწუხაროდ, ჩემი ძმა საბა და მერაბი ამ დრომდე დაკავებულები არიან, ჯერ არ გაუთავისუფლებიათ და ამბობენ, რომ შესაძლოა, იქ 48 საათი გაატარონ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტს, როგორ განვითარდება მოვლენები.
ვფიქრობ, ეს სრულიად უსამართლოა, რადგან ჩემს ძმებს ცუდი არაფერი გაუკეთებიათ - ისინი უბრალოდ იცავდნენ თავს და სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ეჩხუბათ და პასუხი გაეცათ. ამიტომ, გთხოვთ, ვისაც გაქვთ ძალა, ან რაიმე კავშირები, დაგვეხმარეთ და ხმა ამოიღეთ. რამდენიმე ძალიან კარგი ქართველი ბიჭი უკვე აკავშირებდათ და ცდილობს ადვოკატების პოვნასა და სიტუაციის მოგვარებას", - ამბობს UFC-ის ყოფილი მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი.
მომხდარს ჯგუფური ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც დვალიშვილმა სახისა და თავის არეში დაზიანებები მიიღო.
ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა საბა ლაზიშვილი, რომელიც დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც კადრებში ჩანს, მხოლოდ მან სამზე მეტი ადამიანის მოგერიება შეძლო და ერთი დარტყმით აგდებდა ძირს აგრესორებს.
იხილეთ ასევე: