ავტორი:

11 წლის ვატოს ოჯახი, რომელსაც ეზოში ყოფნისას, მეზობლის მიერ, მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი თავზე დაეცა, მიმართვას ავრცელებს - “ნუ დაგვტოვებთ მარტო ამ გზაზე“

11 წლის ვატოს ოჯახი, რომელსაც ეზოში ყოფნისას, მეზობლის მიერ, მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი თავზე დაეცა, მიმართვას ავრცელებს - “ნუ დაგვტოვებთ მარტო ამ გზაზე“

11 წლის ვატო ნარსავიძეს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

შეგახსენებთ, მოზარდს 31 აგვისტოს თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე ეზოში ყოფნისას ე.წ დევნილთა კორპუსის მეათე სართულიდან 28 წლის დავით ბაგაშვილის მიერ ნასროლი სკამი თავზე დაეცა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ვატო, კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ურთულესი, 6-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. 21 დღე ბავშვი ურთულეს მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა.

მას შემდეგ ვატო ნარსავიძეს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლოს დედამ, თიკო ქანთარიამ ambebi.ge-თან საუბარში აღნიშნა, რომ ბავშვს მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული ჰქონდა, ვერ ამოძრავებდა და ვერ ლაპარაკობდა.

ამჟამად მას ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება.

“ვატომ უკვე ძალიან მძიმე გზა გამოიარა. მესამე ოპერაციაც უკან მოვიტოვეთ. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა გრძელდება, მაგრამ წინ კიდევ დიდი და რთული გზა გვაქვს გასავლელი.

ახლა იწყება ის ეტაპი, რომელსაც არანაკლები ძალა, დრო და ფინანსური შესაძლებლობა სჭირდება - ხანგრძლივი, რთული და ძვირადღირებული რეაბილიტაცია. ვატოს სჭირდება სპეციალისტების მუდმივი დახმარება, მკურნალობა და ყველაფერი, რაც მისთვის ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნების შესაძლებლობას შექმნის.

ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით: ნუ დაგვტოვებთ მარტო ამ გზაზე. ვისაც შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ თუნდაც მცირედით. ვისაც ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი. შესაძლოა, სწორედ თქვენი გაზიარებით მივიდეს ჩვენი თხოვნა იმ ადამიანამდე, ვისაც ვატოს დახმარება შეეძლება.

არ მინდა, ვატოს ისტორია მხოლოდ ტკივილის ისტორიად დარჩეს. მინდა, ეს იყოს ისტორია იმაზე, თუ როგორ შეუძლია ადამიანების ერთიანობას ბავშვს მომავლის იმედი დაუბრუნოს.

მადლობა ყველას, ვინც აქამდე ჩვენთან ერთად იბრძოლეთ. გთხოვთ, ბრძოლა ახლა არ შევწყვიტოთ… ვატოს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს გასავლელი და ძალიან ბევრი ოცნება აქვს ასასრულებელი.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ დავდგეთ ვატოს გვერდით.

GE70TB7445045064300101

GE55BG0000000533934768

Პ/რ 42201042660 თ. Ქ.“ - ავრცელებს მოზარდის ოჯახი.

იხილეთ ასევე: