თავისუფალი სტილით მოჭიდავე, საბა ლაზიშვილი, ბიჭი, რომელმაც აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილი დაიცვა და თავდამსხმელები მოიგერია, რამდენიმე საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს და ის პირველ მიმართვას აქვეყნებს.
"მოგესალმებით ქართველებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი დადებითი sms მომდის, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.
მიხარია, რომ ამდენ სიყვარულს ვგრძნობ თქვენგან, მინდა გითხრათ, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არაფერი განსაკუთრებული არ მჭირს, მხოლოდ პატარა ნაკაწრებია და ახლო მომავალში ჩავწერ სრულ ინტერვიუს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით", - ამბობს საბა ლაზიშვილი.
- ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში, გუნდთან ერთად, RAF-ის ივენთზე იმყოფებოდა. ის ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ზურგს უკან უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა. მერაბის გვერდით იმ დროს იყო 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელმაც თავდამსხმელები მოიგერია. აბუ-დაბის პოლიციამ ჩხუბში ჩართული ყველა პირი, მათ შორის მერაბი და საბაც დააკავა. მოგვიანებით, დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს, ხოლო უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს 6-6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ნახეთ ასევე:
"ვიმედოვნებ, რომ ყველას გაათავისუფლებენ - საჩივრის შეტანას არ ვაპირებ" - რას აცხადებს მერაბ დვალიშვილი გათავისუფლების შემდეგ