აშშ, ვისკონსინის შტატში, წითელას კიდევ ერთი ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი იუწყება.
უწყების ინფორმაციით, ეს ვისკონსინში 2026 წელს წითელასთან დაკავშირებული გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. არასრულწლოვნისა და მისი ოჯახის პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.
აშშ-ში წითელას შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, წელს 5 400-ზე მეტი ინფიცირებაა დადასტურებული, შტატების ჯანდაცვის უწყებების მონაცემებით კი, დაავადებასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობამ 10-ს მიაღწია.
ეპიდემიის ფონზე აშშ-მ წითელას ელიმინაციის სტატუსიც დაკარგა. დაავადება ქვეყანაში 2000 წელს აღმოფხვრილად გამოცხადდა, თუმცა ვირუსის უწყვეტი გავრცელება 12 თვეზე მეტხანს გრძელდება.

ასევე იხილეთ: