ავტორი:

"გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით“ - მერაბ დვალიშვილის გამარჯვება აბუ-დაბიში და პირველი კომენტარი

"გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით“ -  მერაბ დვალიშვილის გამარჯვება  აბუ-დაბიში და პირველი კომენტარი

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა RAF-ის აბუ-დაბის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა! მან მეტოქე წუთნახევარში (4:2) დაამარცხა. სპორტსმენი თავისუფალ ჭიდაობაში ბრაზილიელ მარლონ მორაესს დაუპირისპირდა და საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

  • ეს ამ ორგანიზაციაში ქართველი მებრძოლის მესამე გამარჯვებაა. აქამდე მან ჰენრი სეხუდოსა და ფრენკი ედგარს მოუგო.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილი არენაზე რთული და ხმაურიანი კვირის შემდეგ დაბრუნდა - აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტისა და დაკავების მიუხედავად, ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე ასპარეზობა შეძლო და გამარჯვებაც მოახერხა.

ბრძოლის შემდეგ მერაბმა აბუ-დაბის მთავრობას მიმართა და უსმან ნურმაგომედოვისა და იმ პირების გათავისუფლება სთხოვა, რომლებმაც 11 ნოემბერს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში თავს დაესხნენ.

"მივმართავ აბუ-დაბის მთავრობას ან მათ, ვისაც ეს შეუძლია - გთხოვთ, გაათავისუფლეთ ის ბიჭები. გთხოვთ - რადგან, ჩვენ მებრძოლები ვართ და ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე მინდა რომ ისინი გათავისუფლდნენ" - აღნიშნა სპორტსმენმა გამარჯვების შემდეგ.

ახლა ჯერი საბა ლაზიშვილზეა.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა ქართველი მებრძოლი დებიუტის გამარჯვებით აღნიშვნას. ის მერიკული სპორტის ერთ-ერთ ცნობილ სახესთან, UFC-ის ყოფილ მებრძოლ ურაია ფეიბერთან მოუწევს დაპირისპირება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ფეიბერის მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი იყო დასახელებული, თუმცა ბოლო მოვლენების შემდეგ ორგანიზაციამ შეხვედრის მონაწილე შეცვალა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი წარადგინა. ამგვარად, საბასთვის ეს RAF-ის დიდ სცენაზე მნიშვნელოვანი დებიუტი იქნება.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს დვალიშვილსა და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს, აბუ-დაბიში, სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ. მომხდარის შემდეგ ქართველი სპორტსმენები დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირებს, მათ შორის UFC-ის მებრძოლ უსმან ნურმაგომედოვს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ასევე იხილეთ:

"არ აქვს მნიშვნელობა დღეს მოიგებს თუ წააგებს, ის გამარჯვებულია ჩემთვის და ყველასთვის" - რა თქვა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ საბა ლაზიშვილზე