ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა RAF-ის აბუ-დაბის ტურნირზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი ახალგაზრდა სპორტსმენზე, საბა ლაზიშვილზეც გააკეთა.
რამდენიმე წუთში დაიწყება საბა ლაზიშვილის დაპირისპირება ამერიკული სპორტის ერთ-ერთ ცნობილ სახესთან, UFC-ის ყოფილ მებრძოლ ურაია ფეიბერთან.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ფეიბერის მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი იყო დასახელებული, თუმცა ბოლო მოვლენების შემდეგ ორგანიზაციამ შეხვედრის მონაწილე შეცვალა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი წარადგინა. ამგვარად, საბასთვის ეს RAF-ის დიდ სცენაზე მნიშვნელოვანი დებიუტი იქნება.
ეს ამ ორგანიზაციაში ქართველი მებრძოლის მესამე გამარჯვებაა. აქამდე მან ჰენრი სეხუდოსა და ფრენკი ედგარს მოუგო.
ასევე იხილეთ: