ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ავრცელებს
"მოგმართავთ ყველას - არ დავინახო ვინმემ ლანძღოს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიოს ნატა ვიბლიანი! მას აქვს მძიმე ბავშვობა გადატანილი, არის ტრავმირებული ადამიანი და ეპატიება შეცდომები! მე მას ვესაუბრე და დაინახა ის, რომ მის საქმეში ვიყავი პირნათელი და გულწრფელი" - წერს ადვოკატი.
თავის მხრივ ნატა ვიბლიანმაც გაავრცელა მიმართვა ტარიელ კაკაბაძის შესახებ.
"ჩემო მხარდამჭერებო, არავინ გალანძღოთ და არავინ გააკრიტიკოთ ტარიელ კაკაბაძე.ბევრი რამ გავარკვიე და დაზუსტებით გეუბნებით რომ ის პირნათლად და ერთგულად მიცავდა." - დაწერა მან "ფეისბუქში".
რამდენიემ დღის წინ ადვოკატმა გაავრცელა მიმართვა, სადაც ახსნა, თუ რატომ აღარ არის ნატა ვიბლიანის ადვოკატი, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მისი მისამართით წამოვიდა ბრალდებები, მას ადვოკატის ეთიკა აღარ აძლევდა უფლებას დარჩენილიყო დაზარალებულის ადვოკატად.
"მინდა, საზოგადოებას გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ძალიან ბევრ მესიჯს ვიღებ და ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ. ასევე მინდა მივმართო ნატა ვიბლიანის მხარდამჭერებს და ჩავაყენო საქმის კურსში. მინდა, პირველ რიგში შეგახსენოთ, რომ მე არ გამიკეთებია თვითაცილება ამ საქმიდან. ნატა ვიბლიანმა თავად გადაწყვიტა, რომ არ სჭირდებოდა ადვოკატები."- წერდა ტარიელ კაკაბაძე.
ასევე იხილეთ: