ავტორი:

“ქართველი კაცები აღარ შეესაბამებიან მითს, სლავ ქალებთანაც გაბანძდნენ... უცხოელ მამაკაცს ვერც ერთი პარამეტრით ვერ “გაუქაჩავენ” - იუნა შაფათავა მოგზაური ქალის სკანდალურ პოსტს ეხმაურება

“ქართველი კაცები აღარ შეესაბამებიან მითს, სლავ ქალებთანაც გაბანძდნენ... უცხოელ მამაკაცს ვერც ერთი პარამეტრით ვერ “გაუქაჩავენ” - იუნა შაფათავა მოგზაური ქალის სკანდალურ პოსტს ეხმაურება

მსახიობი იუნა შაფათავა ეხმაურება საქართველოში მოგზაური ქალის, ირენის პოსტს, რომელმაც საზოგადოებაში უდიდესი გამოხმაურება მოიპოვა.

  • ირენი საქართველოში მოგზაურობისა და ქართველ მამაკაცებთან ურთიერთობის გამოცდილების შესახებ წერს და ქართველ კაცებს, არცთუ ისე სახარბიელოდ ახასიათებს.

ქალი წერს, რომ "საქართველოს აქვს შთამბეჭდავი მთები, უგემრიელესი ღვინო და რამდენიმე მართლაც საინტერესო მახასიათებელი. სამწუხაროდ, კაცებმა იგივე სიმაღლეს ვერ მიაღწიეს".

“იმ მამაკაცებს შორის, რომლებსაც შევხვდი, საკუთარი თავის მნიშვნელოვნების არაჩვეულებრივად დიდი განცდა იგრძნობოდა. მათ უნდოდათ, რომ აღფრთოვანებულიყვნენ მათით, უნდოდათ სიტუაციის გაკონტროლება და თითქოს სჯეროდათ, რომ მხოლოდ მათი იქ ყოფნა საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ქალი ფეხქვეშ გაგებოდა,“ - წერს ირენი.

გთავაზობთ მსახიობის არასრულ პოსტს:

  • იუნა შაფათავას თქმით, “ყველაზე მიმზიდველი, სასურველი, წარმატებული ქართველი მამაკაცებიც კი, ქალს უბრალოდ ცხოვრების ატრიბუტად მიიჩნევენ, როგორც საათს, კომფორტულ პიჟამას.“

“…მე რომ დავხურე ქართველ კაცებთან ურთიერთობის კარი და ასიათასი კლიტე დავადე, საკმარისი მტკიცებულება უნდა ყოფილიყო, იმის, რომ ქართველი კაცები აღარ შეესაბამებიან მითს, მასზე. (გამონაკლისებს არ ეხება, exceptions prove the rule).

ქართველი კაცები სლავ ქალებთანაც გაბანძდნენ, მას შემდეგ, რაც ყბაში გლიჯეს ქორწილში, უცხოელ გოგონებს, ქართველი კაცის მოძალადე ბუნება საჯაროდ გამოაშკარავდა, თუმცა რად უნდოდა გამოაშკარავება, რაც ვიცოდით, იმას.

იმ ქართველ ქალებს, ბუტერბროდის სექსს სამ თვეში ერთხელ რომ ბედნიერ ქორწინებად უწოდებენ, good luck, ladies, “ოჯახის შენარჩუნებას” ბედნიერებასთან არაფერი აქვს საერთო.

დაუმატეთ ამას მსოფლიოში უბედურ ქორწინებას გაქცეული ცოლები და ქმრები, თითქოს “საშოვარზე” წასულები, ოდისევსისგან განსხვავებით, მახინჯი და მათზე უბედური კალიფსოების მიერ სხვა მიწაზე მახეში გაბმულები და სურათი უფრო მახინჯდება.

მერწმუნეთ, მე საწუწუნო არაფერი მაქვს, დღესაც უამრავ თბილ სიტყვებს ვიღებ ქართველი მამაკაცებისგან, მაგრამ სიტყვები რეალობასთან არანაირ შემხებლობაში არ არის… ყველაზე მიმზიდველი, სასურველი, წარმატებული ქართველი მამაკაცებიც კი, ქალს უბრალოდ ცხოვრების ატრიბუტად მიიჩნევენ, როგორც საათს, კომფორტულ პიჟამას, მას ქართველი მამაკაცის ცხოვრებაში, მხოლოდ უსიტყვო სატელიტის როლი აქვს, კაცის გადაწყვეტილებებში, უმნიშვნელო წერტილ-მძიმეა, რომელზეც არ ჩერდება.

და ამას ერთი და ორი მამრის მაგალითზე არ ვყვები.

“ქალია რა” - ეს ქართველი კაცის ბუნებაა.

ერთია ფაქტი: თანაბარი სოციალური სტატუსის ქართველი, უცხოელ მამაკაცს ვერც ერთი პარამეტრით ვერ “გაუქაჩავს”. ემოციური ინტელექტის და - სამწუხაროდ- კავკასიური გენეტიკური ინტელექტის გამო, სადაც ქალი, ისევ და ისევ, ხმლის ქარქაშის ჩვრის როლშია.

დიიდი თემაა, ბევრი მიფიქრია, ბევრი ექსპერიმენტიც ჩამიტარებია ქართველი კაცის ბუნებაზე და ინტერესის გამო, შემიდარებია უცხოელთან.

ჯოგის საუკეთესო მამრებზე.

  • ალბათ, დროც შეიცვალა, დასუსტდა “ძლიერი” სქესი, ჩვენზე მეტად ისინი ატარებენ ქუსლებსაც და ჩვენს ტანსაცმელსაც, ამ ფონზე შემორჩენილი “straight” კაცებიც თავის ეგოს უფრო გამძაფრებულად ავლენენ.

უცხოელი იახტებში, ინვესტიციებში დაბანდებით, ოჯახის, შვილების მომავლის გასამყარებლად და ქართველი კაცი ჰარი -ჰარალეს lifestyle-ის გაძლიერებით, ისევ სიტყვები, საქმის გარეშე, მარტივი გზები და არაფერზე დაფუძნებული ამბიცია, ხუთასი წლის წინ შეძენილი ცოდნის.

ესეც ჩაივლის, მალე ჩიპიდან წაიკითხავს ადამიანის ტვინი ინტელექტს, მაგრამ ჩვენი “მკაცრი” მამრების ბუნება, გაჰყვება შტრიხად, “грозный е*арь»-ის, ჩიპიან ქართველ მამაკაცებს და რა ვქნათ, სულ ესაა ერი და ეს გინდა პოლიტიკას, კულტურას, საგარეო ურთიერთობებს, თუ ჩვენს თითებზე ჩამოსათვლელ პირველ პირებს და “ელიტარულ ისთებლიშმენს”, ყოველთვის მესამე ხარისხის ქვეყნის სტიგმად, სულ დაეტყობა.

მადლობა უბრალოებას, სოფელში შემორჩენილს. სხვა დანარჩენი- ზედაპირული ამაოების ბაზარია.

მადლობა სიყვარულისთვის იმ ქართველ მამაკაცებს, ვინც ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო კვალი დამიტოვეს, მაგრამ კიდევ ერთხელ- გამონაკლისი ადასტურებს წესს.

გისურვებთ სიყვარულს და მეტ სურვილს, ცოდნის და კულტურული ზრდის,“- წერს შაფათავა.

იხილეთ ასევე: