ავტორი:

“თანამდებობებზე მყოფებს დიდ ხელფასებს იმიტომ ვაძლევთ, რომ ფული აღარ მოიპარონო: ისეთი დაბალი შემოსავალი გვაქვს, კარგა ხნის გავარდნილები უნდა ვიყოთ ტყეში ყაჩაღებად“ - მამა ლევანი

“თანამდებობებზე მყოფებს დიდ ხელფასებს იმიტომ ვაძლევთ, რომ ფული აღარ მოიპარონო: ისეთი დაბალი შემოსავალი გვაქვს, კარგა ხნის გავარდნილები უნდა ვიყოთ ტყეში ყაჩაღებად“ - მამა ლევანი

კასპის წმინდა გიორგის ტაძრის და ე.წ საზღვრისპირა სოფლების ღვთისმსახური, მღვდელი ლევან ჯიქური სოციალურ ეხმაურება თანამდებობის პირებისთვის და საჯარო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გაზრდას და პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ მაღალი ხელფასები მათი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის პრევენციის გარანტია.

“მაღალ თანამდებობებზე მყოფებს დიდ ხელფასებს იმიტომ ვაძლევთ, რომ ფული აღარ მოიპარონო. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მოსახლეობის უმეტესობას, ისეთი დაბალი შემოსავალი გვაქვს, ჩვენ კი არ უნდა ვიპარავდეთ, კარგა ხნის გავარდნილები უნდა ვიყოთ ტყეში ყაჩაღებად.

არადა რეალობა როგორია, ქრთამებზე და კორუფციაზე, ზუსტად იმათ იჭერენ ვისაც დიდი შემოსავალი აქვს, შედიან ციხეებში, მალე გამოდიან და ცხოვრობენ მეფეებივით. ჩვენ კი, რაც გვაქვს იმას ვჯერდებით და ვართ სიდუხჭირეში.

მერე ვამბობთ რა უნდა სამი მილიონი კაცის მიხედვას, ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს, საუდის არაბეთი ხო არაა? დაინდეთ ქვეყანა, იცოდეთ, სამსჯავროზე, სახლში წაღებულ ყველა არასწორ კაპიკზე, გაგებინებენ პასუხს,“ - წერს მამა ლევანი.

იხილეთ ასევე: