დღეს, გამთენიისას, საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
მოსახლეობამ ადგილიდან ვიდეო გაავრცელა, სადაც დაზიანების მასშტაბები ჩანს. მინაშკა თაქთაქიშვილი ადგილიდან უახლეს ფოტოებს ავრცელებს.
“დღეს გამრეკელზე,“ - წერს ფოტოების ავტორი.



“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მოხდა კომპანიის ტექნიკური და საავარიო ჯგუფების დაუყოვნებელი მობილიზება. წ
ყლის ნაკადის შესაჩერებლად ოპერატიულად დაიკეტა დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ამ ეტაპზე ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი ტექნიკური სამუშაოები. პარალელურად, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და კომპანია მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს.
იხილეთ ასევე: