ავტორი:

რა ვითარებაა მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე, სადაც მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა? (ფოტო)

რა ვითარებაა მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე, სადაც მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა?  (ფოტო)
  • ფოტოგრაფი: გიორგი ნიკოლიშვილი

დღეს, გამთენიისას, საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.

  • ამ დროისთვის ადგილზე პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. პარალელურად, ითვლიან ზარალსაც.

ადგილზე მივიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ის ავარიის ადგილას არსებულ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

  • საბურთალოს რაიონის გამგებლის, გიზო ვასაძის განცხადებით, GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, ხოლო 8 ოჯახამდე დაზარალდა.

"GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები, ავტომობილები. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები, რათა აღმოიფხვრას პრობლემა.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს აღრიცხვა იმ ზარალის და იმ ადამიანების, რომლებიც დაზარალდნენ. მთლიანად ამ ზიანს ანაზღაურებს კომპანია.

ამავდროულად, მუნიციპალური ლაბორატორია აწარმოებს კვლევას მდგრადობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, უკვე დასკვნის შემდეგ იქნება შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპზე, დაზიანებულია 24 მანქანამდე და დაზარალდა 8 ოჯახამდე”, - აღნიშნა გიზო ვასაძემ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მოქალაქეებს მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

ასევე იხილეთ: