მოსკოვში ბიბლიის ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს

მოსკოვში ბიბლიის ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს

მოსკოვში 4 ათასი მოპარული ბიბლიით დატვირთული კამაზი დააკავეს.

"ლაიფნიუსის" ცნობით, წმინდა წიგნები ბიბლიის საზოგადოების წარმომადგენლებს სააღდგომო საჩუქრებად უნდა დაერიგებინათ. 3888 წიგნით დატვირთული ავტომობილი დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ინფორმაციით, დამნაშავეებმა არა მხოლოდ ჩაშალეს სააღდგომო გეგმები, არამედ, ბიბლიის საზოგადოებას მილიონ 300 ათასი რუბლის ოდენობის ზარალი მიაყენეს.

პოლიციამ ეჭვმიტანილები დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა.

"დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე -38 წლის ზაზა ჯინგარაძე, 36 წლის ბეჟან ანთია და 29 წლის აქვსენტი მარგველაშვილი. ყველა მათგანი მოსკოვში არალეგალურად ცხოვრობდა", - აცხადებენ სამართალდამცავები.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით. გატაცებული წმინდა წიგნები სატვირთო ავტომანქანასთან ერთად მფლობელებს დაუბრუნდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ