ავტორი:

"დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი უიარაღო იყო... სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც..." - რას წერს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე მოკლულის ახლობელი?

"დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი უიარაღო იყო... სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც..." - რას წერს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე მოკლულის ახლობელი?
  • მთავარ ფოტოზე - ირაკლი ღლონტი და მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი

"აქვე სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც, რადგან ჩვენი ტკივილის გარდა, მასაც მთელი ცხოვრება მოუწევს უიარაღო, 80 წელს მიტანებული ღირსეული კაცის მკვლელობის მძიმე ტვირთის ტარება", - ამის შესახებ ადვოკატი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით წერს. მოკლული ირაკლი ღლონტის ბიძაა.

  • "ჩემთვის ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობა ორმაგი ტრაგედიაა - მოკლულია ბიძაჩემი, სავარაუდო მკვლელი კი ჩემი მშობლიური კუთხის შვილია. დანაშაულის იარაღი - დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი კი უიარაღო იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვახტანგ ჩიქოვანის ერთადერთი იარაღი ყოველთვის მისი სიტყვა, საქმე და ღირსება იყო.

შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ის ოჯახის მზრუნველი მმართველი, შვილებისა და შვილიშვილების გულისხმიერი მამა და ბაბუა იყო. როცა შეიტყობდა, რომ ნაცნობს თუ უცნობს შვილი გარდაეცვლებოდა, ჭირისუფალივით მიდიოდა მათ ოჯახში და გულმოკლულ მშობლებს სამძიმარს უცხადებდა.

კაცისკვლას არავითარი გამართლება არ აქვს და ვერ ექნება - უნდა აღსრულდეს სამართალი!

ჯერჯერობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზა. ყველა დეტალს პირადად, ოჯახის წევრებთან ერთად გავეცნობი.საქმეში ჩართულია ჩემი უახლოესი მეგობარი და სანდო ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი, რომელთან ერთადაც ამ საქმეს ბოლომდე, აბსოლუტური სიზუსტით და სიმტკიცით მივყვები.

აქვე სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც, რადგან ჩვენი ტკივილის გარდა, მასაც მთელი ცხოვრება მოუწევს უიარაღო, 80 წელს მიტანებული ღირსეული კაცის მკვლელობის მძიმე ტვირთის ტარება.

კაცისკვლა არის ბუნებისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელსაც შენდობა არ აქვს", - წერს ირაკლი ღლონტი.

ვახტანგ ჩიქოვანი

  • ცნობისთვის, ვახტანგ ჩიქოვანი ყიფშიძის ქუჩაზე მოკლეს. საქმეზე დაკავებულია 60 წლის ბიზნესმენი გელა არობელიძე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: