ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩიქოვანის ოჯახის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი აცხადებს, დაკავებული მამაკაცი, გელა არობელიძე და ვახტანგ ჩიქოვანი წარსულში ერთმანეთს არ იცნობდნენ, მკვლელობის დღეს კი, სულ მეორედ, ჯერ რესტორანში შეხვდნენ, შემდეგ კი, შემთხვევის ადგილზე გადაინაცვლეს.
როგორც სვიმონიშვილი აცხადებს, ვახტანგ ჩიქოვანს ცივი იარაღით, დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული, დაშავებულია თავად დაკავებულიც.
ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა, დაკავებული 67 წლის მამაკაცის საცხოვრებელი სახლის მიმდებარეა. თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ეს ამ დროისთვის უცნობია. ადვოკატი ბიზნესდავას არ ადასტურებს.
"ამ ეტაპისთვის ცნობილია ის, რომ ეს ადამიანები წარსულში ერთმანეთს არ იცნობდნენ, ანუ ერთმანეთთან კომუნიკაცია პირველად, ახლო წარსულში მოხდა. გუშინ ისინი ერთმანეთს ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ, ისაუბრეს და შემდეგ წავიდნენ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე იმ ავტოფარეხში. შიგნით რა მოხდა, ამასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობს და ყველა ვერსიის გადამოწმება მიმდინარეობს, ამიტომ კონკრეტულ პასუხს ვერც გამოძიება იტყვის და არც ჩვენ გავაჟღერებთ, რომ გამოძიების ინტერესებს ხელი არ შევუშალოთ.... წაიკითხეთ ვრცლად