მწერალი გიორგი კეკელიძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება, რომელსაც ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებიდან მაშველებმა სამი წლის თაია ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აფეთქებას მისი დედისა და 7 წლის დის სიცოცხლეც შეეწირა.
კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და მომხდარის შემდეგ პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს
"ყველა სიტყვა კოჭლია ამ ჯოჯოხეთური დღის მსხვერპლთა და ჭირისუფალთა მიმართ.
ვერცერთი მიაღწევს მიზანს, მაგრამ ყველაზე საზარელი ნაწილი ამბავს ხვალინდელი დღედ ახლავს, როცა გადარჩენილი ჭირისუფალი, სამი წლის თაია, დედის ძებნას დაიწყებს. ცხოვრებას და სამართლიანობას ერთად იშვიათად უცხოვრია და ისიც ხანმოკლედ.არც ურემი არ ჰყავს სამართალს და თუ ჰყავს, მისამართი ეშლება იმ ურემს.
და ხვალ და ზეგ - ამ საშინელი ამბების კვალად, ეგებ გავიხსენოთ ერთი მივიწყებული სიტყვა - პასუხისმგებლობა. ოღონდ პასუხისმგებლობა ვინმე ერთის დაუდევრობის ვერ იქნება. მით უფრო, რომ ასეთი ამბებში, "დაუდევრობა" დაუდევრობაზე მეტად - გასაჭირია", - წერს გიორგი კეკელიძე.
ნახეთ ასევე: