ავტორი:

უმძიმესი ტრაგედია, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ვინ არიან ფონიჭალაში აფეთქებისას გარდაცვლილები

უმძიმესი ტრაგედია, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ვინ არიან ფონიჭალაში აფეთქებისას გარდაცვლილები

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას, კორპუსში აფეთქებას და ამით გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია ფაქტობრივად, დასრულებულია.

"სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში", - ახადებს თამაზაშვილი.

მინისტრმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილი 7 წლის გოგონა 3 წლის თაიას დაა, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს. აღსანიშნავია, რომ ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს ასევე, გადარჩენილი მცირეწლოვნის დედაც.

მინისტრის თქმით, დაშავებული ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

ვინ არიან გარდაცვლილები?

ნინო ჭელიძე და მისი შვიდი წლის შვილი, ნუციკო ფხალაძე - ნინო ტრაგედიას გადარჩენილი სამი წლის თაიას დედაა. ის ხუთი შვილის დედა იყო. არსებული ინფორმაციით, სამი შვილი სკოლაში გაუშვა, მეუღლე სამსახურში იყო, აფეთქებისას ნინო, ნუციკო და თაია იყვნენ სახლში.

ნუციკო ფხალაძე

ნინო ჭელიძე

ვერიკო ვანიშვილი - აფეთქებას არასრულწლოვან შვილთან ერთად ემსხვერპლა. ტრაგედიის შესახებ მისმა ძმამ, დავით ვანიშვილმა დაწერა: "აღარ მყავს არც და და არც დისშვილი, არიანა... ჩემი პატარა პრინცესა აღარ არის..."

ვერიკო ვანიშვილი

პატარა არიანა

ლალი (ლამარა) შიშმანაშვილი - ახლობლების ინფორმაციით, ფილოლოგი და კერძო რეპეტიტორი იყო. პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს, სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც შენობიდან გამოსვლა შეძლეს. მეგობრის მონათხრობით, შვილებს დედის ხმა ესმოდათ, მაგრამ მისვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან საძინებლის კარი ნანგრევებით იყო ჩახერგილი.

ლალი შიშმანაშვილი

გარდაცვლილია კიდევ ერთი მამაკაცი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით მედიისთვის ცნობილი არ არის.

  • ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

ნახეთ ასევე:

“ილია და დედამისი ბათუმში ცხოვრობენ. ახლა ჩამოსულა, წინა დღეს..." - ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა