ავტორი:

გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

ქართულ ფეხბურთს დიდი დანაკლისი აქვს - 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე - ის გახლდათ 70-იანი წლების დიდი "დინამოს" ოქროს თაობის წევრი, მნიშვნელოვანი მატჩების ღირსეული მონაწილე.

"გარდამეცვალა მამა - ჩემი გოჩიკო მაჩაიძე", - დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის ვაჟმა მამუკა მაჩაიძემ.

დაიბადა1950 წელს, ამბროლაურში, თამაშობდა ნახევარმცველის და მცველის პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის "ლოკომოტივის“, რუსთავის "მეტალურგის“, თბილისის "დინამოს“, ლანჩხუთის "გურიას“, მოსკოვის "სპარტაკის“ და ქუთაისის "ტორპედოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980) თბილისის "დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1973)

სათამაშო კარიერა 1982 წელს, ქუთაისის "ტორპედოში" დაასრულა.

მან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, "სარბიელის პოდკასტში" ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, კარიერასა და თავს გადახდენილ ტრაგედიებზე.

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გოჩა მაჩაიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გოჩა მაჩაიძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საფეხბურთო სამყაროს.

იხილეთ ასევე: