პენიტენციური დაწესებულება 2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებულმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს.
მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმისათვის და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლისათვის 4,6 -4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც. ციხიდან გამოსვლას ელოდება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილიც. მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. მათ შორის მოხვდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, დავით ლომიძე და გიორგი ოკმელაშვილი.
ასევე იხილეთ: