პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება და წერს, რომ მსგავსი პრაქტიკა მისთვის ნაცნობია.
“თორნიკე რაზმაძე ახლა გადის იმ გზას, რომელიც ზოგიერთმა ჩვენგანმა უკვე გაიარა.
დაწყებული “კვერცხების ბიზნესით” და “საპატრიარქოს ლანძღვით” დამთავრებული ბინძური ცილისწამების ნიაღვარი მეც გამოვიარე.
ისინი ვამპირებივით დღის სინათლეზე ვერ გამოდიან და ბოროტებაზე ჩვენი სერიოზული რეაქციით იკვებებიან.
ამ ყველაფრის ერთადერთი წამალი არსებობს - კანის გასქელება და საკუთარი სიმართლის კიდევ უფრო ხმამაღლა თქმა.
მხნეობას და სიმართლეში სიმტკიცეს ვუსურვებ კარგ ადამიანს და მოქალაქეს,“ - წერს ხუხაშვილი.
სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში შეტევა მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: