მეტეოროლოგები და კლიმატოლოგები საგანგაშო გაფრთხილებას ავრცელებენ - აპოკალიპტური “სუპერ ელ-ნინიო“ “მეგა ელ-ნინიოს“ სტატუსამდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც წყნარი ოკეანის ცალკეულ რეგიონებში წყლის ზედაპირის ტემპერატურამ უპრეცედენტო, ნორმაზე 10 გრადუსით ცელსიუსით მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ექსპერტთა შეფასებით, ამ მოვლენას გლობალური მასშტაბით შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
მეტეოროლოგმა რაიან მოემ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ევროპის საშუალოვადიანი ამინდის პროგნოზების ცენტრის (ECMWF) მონაცემებზე დაფუძნებული რუკა. რუკაზე ასახულია წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში, სამხრეთ ამერიკისა და გალაპაგოსის კუნძულებიდან პერუს სანაპიროებამდე გავრცელებული უჩვეულოდ ცხელი წყლის მასები.

“პერუს სანაპიროსთან და გალაპაგოსის მიმდებარედ ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ანომალიამ +10°C (18°F) შეადგინა. ეს უკვე მეგა ელ-ნინიოა“, - აცხადებს რაიან მოე.
10-გრადუსიანი გადახრა ლოკალურ რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ცენტრალურ ოკეანეში ტემპერატურა ნორმაზე 3°C-იდან 4°C-მდე მაღალია, ეს მაჩვენებლები მაინც უპრეცედენტოა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) პროგნოზით, ნოემბრიდან იანვრამდე პერიოდში ტემპერატურამ შესაძლოა ჩვეულებრივ ელ-ნინიოზე 6-ჯერ მეტად იმატოს.

კლიმატოლოგები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ამ პროცესს თან სდევს ინდონეზიაში ტყის მასშტაბური ხანძრები, ინდოეთში მუსონური წვიმების ნაკლებობა, ზღვის დონის მატება და წყლის ეკოსისტემების რღვევა.
კლიმატოლოგ რებეკა ჯონსის თქმით, მიმდინარე ანომალიამ შესაძლოა მოხსნას 1877 წლის რეკორდი (3.5°C გადახრა), რომელსაც იმ დროისთვის 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (მსოფლიო მოსახლეობის 3-4%).
Climate Impact Lab-ის საგანგაშო რუკის მიხედვით, 2026 წლის ივნისიდან 2027 წლის აპრილამდე ელ-ნინიოთი გამოწვეული სიცხისგან დამატებით 920 000 ადამიანის გარდაიცვალებაა მოსალოდნელი.
იხილეთ ასევე: