ავტორი:

“სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - რომ მიხვალ და შეხედავ სახლს ასეთ დღეშია... არ შეიძლება ასე ადამიანის ჩაგვრა“ - მამა ლევანი მიმართვას ავრცელებს

“სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - რომ მიხვალ და შეხედავ სახლს ასეთ დღეშია... არ შეიძლება ასე ადამიანის ჩაგვრა“ - მამა ლევანი მიმართვას ავრცელებს

კასპის წმინდა გიორგის ტაძრის და ე.წ საზღვრისპირა სოფლების ღვთისმსახური, მღვდელი ლევან ჯიქური თანასოფლელი ოჯახის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სტუდენტ გოგონას ოჯახს, რომელსაც უნივერსიტეტში სასიარულოდ გზის ფულიც კი არ აქვს, სოციალური დახმარება მოუხსნეს.

  • “დღეს კასპში იყო ჩვენი სტუდენტი გოგო, ერთი თვის გზის ფული მივეცი და პლუს ხანდახან რომ ყავასა და ნამცხვარზე შევიდეს. რაღაცნაირად მიხაროდა და ღიმილი პირზე შემაშრა. მამამისი მეუბნება, სოციალური მოგვიხსნესო.

კარგით რა, ხალხო, კარგით რა, მართლა სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი. ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს, სადაც არ არის არანაირი შემოსავლის წყარო, სარწყავი წყალიც კი არ მოდის, რომ რამე მოიყვანონ. გასაგებია, რომ ითხოვს კანონი, უნდა გადაამოწმო, მაგრამ რომ მიხვალ და შეხედავ სახლს და ასეთ დღეშია, რაღა გადამოწმება უნდა, რა შიგნით ლიფტს გააკეთებდნენ თუ აუზს?!

ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, რომ ყოველდღე ბავშვისთვის “მარშრუტკის“ ფული მიეცა უფასო კოლეჯში სასიარულოდ, ჩვენ შევუგროვეთ და მაგათ კიდევ სოციალურის მოხსნა უნდოდათ? მიეცი რა ის ორი კაპიკი. არ შეიძლება ასე ადამიანის ჩაგვრა, მერე სასჯელები მოდის მთელს ქვეყანაზე.

ისე აქ ცხოვრება აღარ მინდა რა, რომელ ერთზე ვიდარდო ან რამდენს დავეხმარები მე,“ - წერს მამა ლევანი.

იხილეთ ასევე: