ავტორი:

"საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებული ვართ“ - რას ამბობს სერგეი ლავროვი ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაზე

"საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებული ვართ“ - რას ამბობს სერგეი ლავროვი ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და მაკა ბოჭორიშვილის განცხადებაზე

რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების”, - აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიდგომა პასუხობს ქართველი ხალხისა და საქართველოსთან რუსეთის ურთიერთობებს ინტერესებს.

"ვთვლი, რომ ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც პასუხობს, როგორც ქართველი ერის, ასევე საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობებს ინტერესებს”, - განაცხადა ლავროვმა.

ასევე იხილეთ: