ამ ხელისუფლებამ არც ერთი თავისი დაპირება არ შეასრულა - ერთი დაპირება მაინც ძალით უნდა შევასრულებინოთ: ღირსებით-ევროპისაკენ! - ამის შესახებ მოჭადრაკე ნანა ალექსანდრიამ "ინტერპრესნიუსს“ თსუ-სთან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
"ამ ხელისუფლებამ არც ერთი თავისი დაპირება არ შეასრულა. ერთადერთი, რაც ჩამოაყალიბა, გამაოგნებლად უხეშად ელაპარაკება ხალხს და ამის თავხედობის უფლებას აძლევს თავის თავს. რადგან ვერაფერი შეასრულა, ერთი დაპირება მაინც ძალით უნდა შევასრულებინოთ: ღირსებით-ევროპისაკენ! ეს დაპირება ჩვენ უნდა შევასრულებინოთ. ამისთვის საჭიროა, რომ ბევრი ვიყოთ და საჭიროა შეუპოვრობა“, - განაცხადა ნანა ალექსანდრიამ.
ასევე იხილეთ: