სომხური პრესა საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთთან სამხედრო-სატრანზიტო შეთანხმების გაუქმებას გამოეხმაურა

სომხური პრესა საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთთან სამხედრო-სატრანზიტო შეთანხმების გაუქმებას გამოეხმაურა

სომხური პრესა სომხეთში რუსული სამხედრო ბაზებისთვის რუსული იარაღის მიწოდებაში საქართველოს მიერ შექმნილ დაბრკოლებაზე წერს. ამ თემას ინტერნეტგამოცემა Lragir.am გამოეხმაურა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დაბრკოლებები საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთთან სამხედრო ტვირთების ტრანზიტის შეთანხმების ანულირებამ შექმნა, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთს მოუწევს, სომხეთში საკუთარი სამხედრო ბაზებისთვის ტვირთების მისაწოდებლად საქართველოს ნაცვლად სხვა მარშრუტი გამოძებნოს.

"ფაქტობრივად, რუსეთს მხოლოდ თურქეთი ან აზერბაიჯანი დარჩა. საეჭვოა, რომ აზერბაიჯანი დათანხმდეს. ასეთ შემთხვევაში რჩება თურქეთის შანსი, მაგრამ ნათელია, რომ თურქეთი სანაცვლოდ რაღაცას მოითხოვს. რამდენადაც რუსებს მიაჩნიათ, რომ სამხედრო ტვირთები რუსეთზე მეტად სომხეთს სჭირდება, შესაძლოა, ეს მოთხოვნა სომხეთისკენ გადაამისამართონ. არის კიდევ ერთი ვარიანტი - ირანი, ამგრა. ამ შემთხვევაში რუსულ ტვირთგადამზიდავებს დიდი კაუჭის გაკეთება მოუწევთ. ეს კი დამატებით ხარჯებს მოიტანს, რაც სავარაუდოდ, ისევ სომხეთს დაეკისრება, რომელიც ახლაც ფარავს რუსული ბაზების ხარჯებს", - წერს ინტერნეტგამოცემა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე