თემურ იაკობაშვილი - დასავლეთი ვერ აცნობიერებს საქართველოში შექმნილი სიტუაციის სიმძიმეს

თემურ იაკობაშვილი - დასავლეთი ვერ აცნობიერებს საქართველოში შექმნილი სიტუაციის სიმძიმეს

აშშ-ში საქართველოს ელჩის თემურ იაკობაშვილის აზრით, საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად 3 ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. რადიო "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, იაკობაშვილმა ეს განცხადება შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის ქვეყნების კვლევის ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა.

"პირველი ფაქტორი საქართველოს, როგორც განვითარებადი ქვეყნის, წარმატებაა. არა იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც მაგნიტი, ვიზიდავთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ამ თეორიის არ მჯერა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არა სახელმწიფო-ბანკროტი, არამედ წარმატებული ქვეყანაა. საქმე ისაა, რომ გაღატაკებული სახელმწიფო ვერასდროს შეძლებს ასეთი პრობლემის გადაწყვეტას. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავამყაროთ კარგი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, და მესამეც, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. მარტონი შეთანხმებას ვერ მივაღწევთ", - თქვა იაკობაშვილმა.

საქართველოს ელჩი აშშ-ში ფიქრობს, რომ დასავლეთი ბოლომდე ვერ აცნობიერებს საქართველოში შექმნილი სიტუაციის სიმძიმეს და საშიშროებას.

"ახლა ჩვენ დაუნდობელ დათვთან იმ გალიაში ვსხედვართ, რომელიც მზადაა, ნებისმიერ დროს დაგვესხას თავს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები კი გვეუბნებიან: "დაელაპარაკეთ დათვს! მოეფერეთ, გაუღიმეთ, სცადეთ მისი მოხიბლვა". მაპატიეთ, მაგრამ ეს არ მუშაობს", - აღნიშნა იაკობაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე