პოსტსაბჭოთა სივრცის უმდიდრესი ადამიანების ასეულში გია ჯოხთაბერიძეც მოხვდა

პოსტსაბჭოთა სივრცის უმდიდრესი ადამიანების ასეულში გია ჯოხთაბერიძეც მოხვდა

პოსტსაბჭოთა სივრცის უმდიდრესი ადამიანების ასეულში სამი ქართველი მოხვდა - ბიძინა ივანიშვილი, გია ჯოხთაბერიძე და ალექსანდრე ჯაფარიძე.

პოსტსაბჭოთა სივრცის უმდიდრესი ადამიანების ასეული ვებგვერდმა RBK-მ შეადგინა.

ავტორებმა რეიტინგი საინვესტიციო კომპანიების, ბანკებისა და საკუთარ შეფასებებზე დაყრდნობით შეადგინეს.

ბიძინა ივანიშვილი რეიტინგში 38-ე ადგილს იკავებს. ივანიშვილის ქონება 2010 წლის მდგომარეობით, 4,235 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ერთი წლის განმავლობაში ივანიშვილის ქონება 16,99%-ით გაიზარდა. 2009 წელს ბიზნესმენის ქონება 3,62 მლრდ აშშ დოლარი იყო.

ბიზნესმენი ალექსანდრე ჯაფარიძე პოსტსაბჭოთა სივრცის უმდიდრესი ადამიანების ასეულში 62-ე ადგილზეა. მისი ქონება გასული წლის მდგომარეობით 1,914 მლრდ აშშ დოლარით განისაზღვრება.

"მაგთიკომის" დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე კი, ასეულში 99-ე ადგილზეა. ბიზნესმენის კაპიტალი 1,02 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"