საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შაემკო .
როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, 8 მაისს მთელი კაცობრიობა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს და რუსეთი, როგორც ყოველთვის, აქაც გამონაკლისია. "რუსეთი, როგორც ყოველთვის, სეპარატისტულად აღნიშნავს ამ დღესაც და ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისს ზეიმობს. ეს არის დღე, როდესაც კაცობრიობა ცივილიზაციის გამარჯვებას ზეიმობს სიბნელეზე, ადამიანურობის გამარჯვებას ფაშიზმზე, ყველაზე მახინჯზე, თუ რამე შეუქმნია კაცობრიობას თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში", - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ მათმა შვილიშვილებმა, ვინც ფაშიზმს ებრძოდა, ფაშისტების მეთოდები გადაიღეს და საქართველოს 400 000 მოქალაქე, ეთნიკური წმენდის შედეგად, თავიანთი სახლებიდან გამოასახლეს. "მინდა რუსს ხალხს სხვა ხალხებთან ერთად ეს გამარჯვების დღე მივულოცო. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, მაშინ, როდესაც რუსეთში იქნება ნორმალური ხელისუფლება და რუსეთი იქნება დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს ერთად", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.