"ეხო მოსკვი" - მოსკოვსა და თბილისს შორის მორიგი სკანდალი აგორდა

"ეხო მოსკვი" - მოსკოვსა და თბილისს შორის მორიგი სკანდალი აგორდა

ფაშიზმზე გამარჯვების მორიგ იუბილეზე მოსკოვსა და თბილისს შორის სკანდალი აგორდა, - ამის შესახენ "ეხო მოსკვი" იუწყება.

რუსული რადიოსადგურის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარჯვების დღის მილოცვა "კლოუნადად" შეაფასა.

ვაშაძის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა ცინიკურია, რის გამოც საეჭვოა, საქართველოს მოქალაქეებმა ეს მილოცვა მიიღონ.

პრეზიდენტმა მედვედევმა თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ქართველ ხალხთან საუკუნეების განმავლობაში არსებული კეთილმეზობლური მეგობრობის ტრადიციების მხარდამჭერი.

როგორც "ეხო მოსკვი" იუწყება, სწორედ ამაზე განაცხადა საქართველოს საგარეო მინისტრმა, რომ "რუსეთის ხელმძღვანელობის კლოუნადას საზღვარი არა ქვს. კლოუნი შეიძლება იმ ფორმით იყო, როგორადაც მოისურვებ".

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე