ეროსი კიწმარიშვილი - გაახილე თვალი, ამერიკა

ეროსი კიწმარიშვილი - გაახილე თვალი, ამერიკა

გაახილე თვალი ამერიკა, შეხედე რეალობას, დაუჭირე მხარი არა რეჟიმს, არამედ ქართველ ხალხს, - ეს განცხადება აშშ-ის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ქართული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა გააკეთა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქცია 16 მაისს აშშ-ის საელჩოსთან არა იმიტომ ტარდება, რასაც ბოლო დღეებში ისტერულად საუბრობენ ტელეარხების საშუალებით პოლიტიკოსები და ექსპერტები, არამედ იმიტომ, რომ "ქართული პარტიამ" უთხრას ამერიკას - საქართველოში რეჟიმის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მხარდაჭერას არ ნიშნავს.

"დღეს აქ "ქართული პარტიის" ლიდერის სოზარ სუბარის სახით დგას გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისიის მრჩეველი, ლევან გაჩეჩილაძის სახით - საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი და გამარჯვებული, სოფიო ხორგუანის სახით - ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ცენტრის კურსდამთავრებული და ჩემი სახით - ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ მოვედით სწორედ იმიტომ, რომ მოვუწოდოთ ამერიკას, ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიის რეალურად განვითარებას", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე