რუსეთში ახალი კრიმინალური ომია მოსალოდნელი

რუსეთში ახალი კრიმინალური ომია მოსალოდნელი

რუსი და უცხოელი ექსპერტები რუსული მაფიის კლანურ წინააღმდეგობას პროგნოზირებენ. დედ ჰასანის კლანი ე.წ. ”სოხუმის ქურდულმა ოჯახმა” უკვე გამოიწვია. რუსეთში ახალი კრიმინალური ომია მოსალოდნელი.

ოპერატიული მონაცემებით, ასლან უსოიანმა, რომელიც დედ ჰასანის მეტსახელითაა ცნობილი, 5 ახალი ქურდი ”აკურთხა”. ოპერატიული მონაცემების თანახმად, ლაპარაკია ”ცირკაჩზე”, რომელიც ”მაყურებლის” ტიტულს ატარებს. ასევე ბელორუსელ საშა კუშნერზე, რომელიღაც ეთნიკურ ჩეჩენზე მეტსახელად ”გელანზე”, დაღესტნელ შამილზე და სომეხ არმენზე”, - განაცხადა წყარომ.

დედ ჰასანს ამის გამო ”სოხუმის ქურდული ოჯახიდან” დაემუქრნენ. ”სოხუმის ქურდულ ოჯახში” შედიან კრიმინალური ავტორიტეტები მერაბ სოხუმელი და ტარიელ ონიანი. (ონიანი ამჟამად 10-წლიან სასჯელს იხდის ადამიანის გატაცებისა და თანხის გამოძალვისთვის).

დედ ჰასანს დაემუქრნენ, რომ ”მოკლავდნენ როგორც მას, ასევე იმ ხუთ ახალ ქურდსაც”. თუმცა ჰასანმა ისინი ქურდებად მაინც "აკურთხა".

მოვლენები ”ადასტურებს, რომ რუსულ კრიმინალურ კლანებში მორიგი მსხვილი დაპირისპირებაა, რამაც, შესაძლოა, სისხლისღვრა გამოიწვიოს”- განაცხადა წყარომ.

”ქართველი ქურდები დედ ჰასანის დაჯგუფებასთან დიდი ხანია კონფლიქტში არიან. სოხუმის და თბილისის ქურდული ოჯახის წევრების აზრით, დედ ჰასანი ქურდულ კანონებს არღვევს, როცა ქურდის საქმიანობას კომერციად აქცევს”, - განმარტავენ სამართალდამცავ ორგანოებში. ტრადიციული ”კანონიერი ქურდი” რიგ წესებს უნდა იცავდეს: მაგალითად, ცხოვრობდეს მხოლოდ დანაშაულის ხარჯზე და თავად იღებდეს მონაწილეობას ძარცვა-ყაჩაღობაში.

ბოლო სამი წელია რუსეთსა და უცხოეთში კრიმინალური ავტორიტეტების მკვლელობები გახშირდა. 2010 წლის 16 სექტემბერს მოსკოვის ცენტრში დედ ჰასანს თავს დაესხნენ. 2010 წლის 10 მაისს საბერძნეთში მალხაზ ქიტია (მახონია) მოკლეს. 2010 წლის 18 მარტს საფრანგეთში ტარიელ ონიანის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე ვლადიმერ ჯანაშია (ლადო) ჩაცხრილეს.

”რუსული მაფიის” კრიმინალური გარჩევები დასავლელი ექსპერტების განხილვის საგნად იქცა.

როგორც გაზეთი Nice-Matin- ი წერს, ესპანეთიდან თავისი პლაცდარმის სამხრეთ საფრანგეთში გადმოტანის შემდეგ, ქართულმა, სომხურმა, ბულგარულმა და ჩეჩნურმა მაფიამ აქ თავისი ფესვები ღრმად გაიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაჯგუფებები ნარკოვაჭრობით არ არიან დაკავებულნი, მათზე მძიმე დანაშაულების 20% მოდის. ისინი ქურდობაში, ავტომობილების გატაცებასა და მსხვილ ძარცვებში არიან შემჩნეულნი, - ამბობენ დამკვირვებლები.

”ასეთი კრიმინალებისთვის მსხვილი ბანდიტიზმი - პრაქტიკულად იდეოლოგიაა, რომლის ღალატის უფლებაც არავის აქვს. რადგან ღალატი სისხლით ისჯება”- წერს გაზეთი.

მომზადებულია Nice-Matin-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ