Google-მა ახალი მუსიკალური სერვისი ჩაუშვა

Google-მა ახალი მუსიკალური სერვისი ჩაუშვა

კომპანია Google-ი ინტერნეტ-მომხმარებლებს ახალი მუსიკალური სერვისით  სარგებლობას სთავაზობს.

მიწვევას ის მომხმარებლები იღებენ, რომლებმაც კომპანიას ახალი სერვისების შესახებ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის თხოვნით მიმართეს.

სერვისი - Google Music Beta მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირადი მუსიკალური ბიბლიოთეკა (20 000-მდე ტრეკი) Google-ის სერვერზე გადაიტანონ. ჩანაწერების მოსმენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან და მობილური ტელეფონებიდან, რომლებიც ოპერაციული სისტემა Android 2.2-ით არიან აღჭურვილნი.

მუსიკალური სერვისი Google Music Beta 10 მაისს სან-ფრანცისკოში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინეს. ჯერჯერობით ის ბეტა-ვერსიის რეჟიმში მუშაობს და მხოლოდ შეერთებული შტატებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.

მომზადებულია engadget.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)