ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამხედრო ტექნიკა ე.წ. საზღვრის გასწვრივ არის მობილიზებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა.
"ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა არ შეუყვანიათ, თუმცა ის ტექნიკა, რომელიც რეგიონშია განთავსებული, ძირითადად ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოებთან არის მობილიზებული", - განაცხადა ჯუღელმა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ასევე გაძლიერებულია ე.წ. საზღვრის კონტროლის რეჟიმი.