ნინო ბურჯანაძე - მე მრცხვენია ოქრუაშვილის ნაცვლად

ნინო ბურჯანაძე - მე მრცხვენია ოქრუაშვილის ნაცვლად

მე მრცხვენია ოქრუაშვილის ნაცვლად, რა უნდა გიჭირდეს იმის ფასი, რომ შენი სიტყვის პატრონი არ იყო და შენი მშიშრობა და ლაჩრობა ქალს გადააბრალო, - ეს განცხადება "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ოქრუაშვილმა იგივე გააკეთა, რაც 2009 წლის აპრილში, როდესაც ხალხს საქართველოში ჩამოსვლას პირდებოდა.

როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, "სახალხო კრება" თავიდანვე ამბობდა, რომ თუ ოქრუაშვილის ჩამოსვლის უკან დგას რაიმე კავშირი რუსეთთან, სამხედრო ძალასთან და იარაღთან, "სახალხო კრება" გაემიჯნებოდა ამ პროცესს.

"მე მრცხვენია ოქრუაშვილის ნაცვლად. რა უნდა გიჭირდეს იმის ფასი, რომ შენი სიტყვის პატრონი არ იყო და შენი მშიშრობა და ლაჩრობა ქალს გადააბრალო, მაშინ როცა იცი, რომ არც აპირებდი ჩამოსლას, არც ფიქრობდი კომფორტული ადგილიდან ფეხის მოცვლას, ისევე როგორც გვიცხადებდი 2009 წლის აპრილის მოვლენების დროს, რომ აგერ არის ოქრუაშვილი, ახლა ჩამოვა, ახლა იბრძოლებს. თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რას მითანხმებს?!", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, დღეს სააკაშვილზე უფრო საშიში არის გულგრილობა და მშიშარა ადამიანი და გაცილებით უფრო დამნაშავე იქნებიან ის ადამიანები, ვინც გულგრილობას გამოიჩენენ და არ გამოხატავენ თავის პროტესტს.

ბურჯანაძის განცხადებით, საბოლოოდ დადასტურდა მისი ეჭვები იმის შესახებ, რომ

მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი და ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლების თამაშს თამაშობენ. "თუმცა, მე ძალიან მიკვირს, თუ რატომ არის ამ გაუგებრობაში სოზარ სუბარი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"გამოდით სოროებიდან, სირცხვილია ამ დროს სოროში ყოფნა! ან ხვალ ვცვლით რეალობას საქართველოში, თავისუფლება, დემოკრატია დაისადგურებს და ადამიანის ღირსება აღარ იქნება შელახული ან ყველაფერი ბნელით შეიცვლება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

აქციაზე აქციის მონაწილეებს ლიდერებმა მოუწოდეს, ხვალ 12:00 საათზე შეიკრიბონ საზოგადოებრივის წინ, ხოლო თავისუფლების მოედანზე მომიტინგეები 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე