”როცა ოქრუაშვილმა ჩამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, მან უკანდასახევი გზა მოიჭრა. იგი საკუთარი განცხადების მძევალია. შესაძლებელია, ოქრუაშვილი ისეთ დროს გამოჩნდეს, როცა არავინ ელის და ამ დაწყებულ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს - ეს მის ხასიათშია", - აცხადებს "პალიტრის" თოქშოუ "რეზიუმეს" ეთერში ირაკლი სესიაშვილი.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ოქრუაშვილის ეს განცხადება ტაქტიკური ნაბიჯი იყოს და იგი უახლოეს დღეებში საქართველოში მართლაც ჩამოვიდეს.
სესიაშვილი მოსალოდნელი დაპირიპირების შესახებაც საუბრობს. ”სახალხო კრების" აქციები სანქცირებულია 26 მაისამდე. მეორე დღესვე ხელისუფლება მოითხოვს აქციის დაშლას, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვება, ხელისუფლებას ძალის გამოყენება მოუწევს, ამის არგუმენტად მას სამართლებრივი უფლება ექნება. არ არის გამორიცხული დაპატიმრებები დაიწყოს".
"ის რომ ქუჩაში ხალხის მცირე რაოდენობაა, არ ნიშნავს რომ ხელისუფლება მშვიდად უნდა იყოს", - დასძინა სესიაშვილმა.