Human Rights Watch - პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების ცემისთვის

Human Rights Watch - პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების ცემისთვის

პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების ცემისთვის, მიუხედავად სანქციის არარსებობისა, არანაირი გამართლება არა აქვს მშვიდობიან მომიტინგეებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას, - ეს განცხადება Human rights watch-ის დირექტორმა ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში რეიჩელ დენბერმა გააკეთა.

გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია: პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დემონსტრანტები გალახა, ეცადა, დაეშალა მშვიდობიანი ანტისამთავრობო პროტესტი. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს სრული და მიუკერძოებელი გამოძიება ძალის გადამეტების თაობაზე."

"25 მაისს ოპოზიციის ასობით მომხრე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა. ხელისუფლებამ მომიტინგეები გააფრთხილა, რომ მიტინგს დაშლიდნენ, რათა დაგეგმილი აღლუმი ჩაეტარებინათ. მიტინგის მონაწილეებს თანხმობა 25 მაისამდე ჰქონდათ. მუნიციპალიტეტმა მათ სხვა ადგილი შესთავაზა. მომიტინგეებმა უარი თქვეს.

პოლიცია მისდევდა გაქცეულ მომიტინგეებს, ცემდა მათ, იყენებდა რეზინის ხელკეტებს, ისინი ეძებდნენ დემონსტრანტებს კინო -თეატრის შენობაშიც. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი რომელიც მცირე ხნით იყო დაკავებული, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოში უამრავი ტრავმირებული მომიტინგე ნახა",-ნათქვამია Human rights watch-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში, ასევე, პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბარია, რომ გარდაიცვალა ერთი პოლიციელი.

"საქართველო ჩართულია ადამიანის უფლებათა უამრავ შეთანხმებაში, ევროპულ კონვენციებში, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას, პატივის სცეს შეკრების თავისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ასევე, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, გამოიძიოს ეს დარღვევები. ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მონაწილეებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ პოლიციამ არასოდეს არ უნდა გამოიყენოს ძალა გაქცეულ მომიტინგეებზე, რომლებიც არ წარმოადგენდნენ საფრთხეს", -ამბობს რეიჩელ დენბერი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ