იგორ გიორგაძე: საპროტესტო აქციებმა დაგვანახა, რომ ქართველი ხალხი ცოცხალია!

იგორ გიორგაძე: საპროტესტო აქციებმა დაგვანახა, რომ ქართველი ხალხი ცოცხალია!

რეგიონალური საზოგადოებრივი მოძრაობის - "საქართველო საზღვარგარეთ" ლიდერმა იგორ გიორგაძემ "ინტერფაქსს" თბილისის საპროტესტო აქციების შესახებ ინტერვიუ მისცა.

- აქციების წინა დღეს ჩვენთან საუბრისას თქვენ აღნიშნეთ, რომ თითქმის 100%-ით იცოდით, რა მოხდებოდა. თქვენი წინასწარი დასკვნები თუ გამართლდა?

- ვიცოდი, რომ შედეგები სამწუხარო იქნებოდა და ასეც მოხდა. იმაზე სამწუხარო რა უნდა იყოს ქვეყნისთვის, როდესაც ღამით იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, არის ათობით დაჭრილი და 2 გარდაცვლილი, ხოლო მეორე დილით იმავე ადგილზე ხელისუფლება საჩქაროდ რეცხავს სისხლს და ცრემლებს და იწყებს დღესასწაულს ერთი ემოციური და არაადექვატური პრეზიდენტისთვის? განა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის 26 მაისის სადამსჯელო აქციის შედეგები სამწუხარო არ არის? როცა საავადმყოფოებში ტკივილისგან იტანჯებიან ნაცემი ადამიანები, როდესაც დაღუპულთა ოჯახები დაღუპულებს გლოვობენ და ამის ფონზე რეჟიმი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, ატარებს სამხედრო აღლუმს, ისმის ქება-დიდება, მილოცვა და სისასტიკის წახალისება. ხალხში კი გამოუვალი მდგომარეობა, უიმედობაა.

- მაგრამ, გავრცელებული კადრებით მავანისთვის ნათელი გახადა სააკაშვილის და მისი რეჟიმის არსი... ასეთ ფასად, მაგრამ მაინც

- საქართველოს ამჟმინდელი პრეზიდენტის არსი დიდი ხანია ცნობილია ჩვენი ხალხისთვის. ის კალიგულას პაროდიაა, რომელმაც ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრიობა დამარხა.

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ აქციების სასტიკად ჩახშობის შემდეგ სიტუაცია უფრო მძიმე გახდა, ვიდრე ეს აქციების დაწყებამდე იყო?

- დიახ, ზუსტად ასეა.

- შეიძლება თუ არა იმედების სამართლიან არჩევნებზე დამყარება?

- ყველასთვის ნათელია, როგორ "სამართლიან არჩევნებს" ჩაატარებს ამჟამინდელი რეჟიმი, რომელსაც ოპონენტები საერთოდ არ აინტერესებს და რომელიც უარს არ იტყვის არა მხოლოდ არჩევნების გაყალბებაზე, არამედ მოწინააღმდეგეების სისხლიან ანგარიშსწორებაზეც კი. მხოლოდ მიამიტ ადამიანებს შეუძლიათ ავტოკრატიის პირობებში გათვლები "სამართლიან არჩევნებზე" გააკეთონ.

- როგორ შეაჯამებთ საქართველოში ჩატარებულ საპროტესტო აქციებს?

- ამ ტრაგიკულმა აქციებმა აჩვენეს მთავარი რამ: ჩვენი მრავალტანჯული ქართველი ხალხი ცოცხალია! აი, რა არის ყველაზე მთავარი!

თუკი ხალხში გმირი არსებობს, ე.ი. ერი ცოცხალია. ჯერჯერობით მას ბევრი რამ უშლის ხელს ფეხზე წამოდგომში. მაგრამ უკვე არის იმის ნიშნები, რომ ხალხი უკან არ დაიხევს. პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ საპროტესტო მოძრაობას შეუერთდნენ ქართული საზოგადოების "მარგალიტები": ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, გოგი ქავთარაძე, გია ბურჯანაძე, ელიზბარ ჯაველიძე. ამ ხალხის საზოგადოებრივი პოზიცია ამჟამინდელი რეჟიმის რეპრესიაზე ძლიერია. ასეთ გამოჩენილ ადამიანებს მიეკუთვნება რობერტ სტურუა, რომლის ცოტა ხნის წინანდელმა ინტერვიუმ საზოგადოებრივი აზრი ააფეთქა. თუკი ისინი - ეს ჩვენი "მარგალიტები"- ხალხთან არიან, ე.ი. ერი ცოცხალი და დაუმარცხებელია!

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე