მურმან დუმბაძეს თელავის საავადმყოფოში მკურნალობენ

მურმან დუმბაძეს თელავის საავადმყოფოში მკურნალობენ

მურმან დუმბაძეს თელავის საავადმყოფოში მკურნალობენ.

როგორც "ინტერპრესიუსს" სახალხო კრების აჭარის ორგანიზაციის წევრმა, ვახტანგ ახვლედიანმა განუცხადა, მურმან დუმბაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის მდგომარეობას ზედამხედველობას უწევს ადვოკატი მედეა ვასაძე.

ახვლედიანის თქმით, მურმან დუმბაძეს მნიშვნელოვნად აქვს დაქვეითებული მხედველობა, დაზიანებული აქვს სახე.

მურმან დუმბაძე თბილისში 26 მაისის აქციაში მონაწილეობდა. იგი დაკავების შემდეგ თელავში გადაიყვანეს. მას ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე