ჯოზეფ ბაიდენი რომში სააკაშვილს შეხვდება

ჯოზეფ ბაიდენი რომში სააკაშვილს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რომში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდება.

რომში ჯო ბაიდენი მეუღლესთან ერთად ერთიანი იტალიური სახელმწიფოს ჩამოყალიბების 150 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა. მან ხუთშაბათს ამერიკულ დელეგაციას უნდა უხელმძღვანელოს, - ნათქვამია თეთრი სახლის შეტყობინებაში.

ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი შეხვდება პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის. მიიღებს მონაწილეობას სამმხრივ სამუშაო სადილში რუსეთის პრეზიდენტთან ერთად. გარდა ამისა, ბაიდენი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბოლო დღეებში კრიტიკული განცხადებები გააკეთა როგორც მოსკოვის, ასევე თბილისის მიმართ. სამშაბათს, 31 მაისს ამერიკის საგარეო უწყებამ საკუთარი პოზიცია გამოხატა რუსეთში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გასულ კვირას კი, ვაშინგტონმა თბილისს ოპოზიციის მიტინგზე დაღუპული ადამიანების საქმის გამოძიება მოსთხოვა.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე