აფხაზეთი ვანუატუმ აღიარა

აფხაზეთი ვანუატუმ აღიარა

აფხაზეთი კიდევ ერთმა სახელმწიფომ - ვანუატუმ ცნო. "გაზეტა.რუ-ს" ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა.

"ჩვენ კიდევ ერთი - ვანუატუს რესპუბლიკის აღიარებას მივაღწიეთ, რაც ძალიან გვახარებს", - აღნიშნა ღვინჯიამ და დასძინა, რომ ამ ქვეყანასთან ეკონომიკურ ურთიერთობებს განავითარებს.

"გვინდა აღვნიშნოთ ის სიმამაცე, რომლის დემონსტრირებაც ვანუატუს მთავრობამ გამოიჩინა და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ აღიარება აუცილებელია ჩვენთვის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით", -აღნიშნა დე-ფაქტო მინისტრმა.

ვანუატუ წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოა. ქვეყანა 83 კუნძულზეა განლაგებული. ხმელეთის საერთო ფართობი 12.336 კვ.კმ.-ია მოსახლეობა 215 446 კაცი. კუნძულებმა დამოუკიდებლობა 1980 წლის 30 ივლისს მიიღეს. ვანუატუს რესპუბლიკა გაეროს წევრი ქვეყანაა.

ამ დროისთვის აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა მოსკოვის გარდა, აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?