JOSS JP1 - შვიდწლიანი შრომის "ნაყოფი"

JOSS JP1 - შვიდწლიანი შრომის "ნაყოფი"

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში უკვე შვიდი წელია, რაც ადგილობრივი კომპანია JOSS Developments-ი სუპერქარზე მუშაობს და, როგორც იქნა, ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია საკუთარ სამშობლოში ოფიციალურად წარმოადგინა.

სიახლემ მიიღო კოდური სახელწოდება JP1 და მას შესანიშნავი გამოხმაურება მოჰყვა.

ავტომობილს სპორტული სუპერავტომობილებისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს - წამყვანი უკანა ბორბლები, ძრავი ბაზაში, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მზიდი მონოკოკი და კევლარის ბოჭკოსგან დამზადებული ძარას პანელები.

ავსტრალიური სუპერქარი ალუმინის V8 ტიპის ძრავითაა აღჭურვილი და 500 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ამ ტანდემის მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ს აღწევს.

ავსტრალიის ბაზარზე JOSS JP1, სავარაუდოდ, 500 000 ავსტრალიური დოლარი ეღირება, რაც 530 000 ამერიკული დოლარისა და 375 000 ევროს ექვივალენტია.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)