აქციის მონაწილეებს ახალ შეზღუდვებს უწესებენ

აქციის მონაწილეებს ახალ შეზღუდვებს უწესებენ

აქციის მონაწილეებს ახალ შეზღუდვებს უწესებენ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შედის.

კანონის მოქმედი რედაქციით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი, ალკოჰოლიანი სასმელები; ასევე, ეკრძალებათ განზრახ დაბრკოლებების შექმნა ტრანსპორტის გადაადგილებისთვის.

კანონპროექტით კი, ამ ჩამონათვალს ემატება ნებისმიერი ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეუძლია შეუქმნას შეკრების და მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, აკრძალული იქნება ცივი იარაღის ქონაც.

კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე