"ხელოვანი ხბოსავით არ უნდა აღტაცდეს"

"ხელოვანი ხბოსავით არ უნდა აღტაცდეს"

ქვეყანაში ახლახან განვითარებულ პროცესებზე მსახიობი და მომღერალი გია გაჩეჩილაძე გვესაუბრება:

- ვახტანგ კიკაბიძე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობს: "ღმერთმა ჩვენ ახალგაზრდა ლიდერი სააკაშვილი გამოგვიგზავნა. წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ის ამდენს შეძლებდა"...

- სამწუხაროდ, ზოგიერთ ხელოვანს დღემდე მესიები და ბელადები ელანდება, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია. კიკაბიძისა თუ სხვების გასაგონად ვიტყვი: როგორ შეიძლება შემოქმედმა ვინმე გააღმერთოს, გააფეტიშოს? ნამდვილ ხელოვანს ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს, აღარაფერს ვამბობ ხელისუფლებით აღტაცებაზე. ხელოვანი ხბოსავით არ უნდა აღტაცდეს, ასეთი რამ არ შეშვენის! ხელოვნება ნიჭია, ნიჭი კი - თავისუფლება, ამიტომ ნამდვილ ხელოვანს ხელისუფლების "ხელის წაკვრა" არ სჭირდება. ნიჭი ისეთი რამ არის, ბალახივით, ბეტონშიც ამოვა. როცა შემოქმედი ხელისუფლების ნაწილი ხდება, ის კარგავს თავისუფლებას და ხელოვანი კი არა, ხელოსანი ხდება.

- ინტელიგენციის იმ წარმომადგენელთაგან, ვინც 26 მაისს ბრწყინვალების ორდენი მიიღო, ბევრს პირადად იცნობთ...

- დიდი ხანია, ამ ქვეყანაში აღარაფერი მიკვირს, მაგრამ იმ დღემ მართლაც ყველაფერს გადააჭარბა, თუმცა, ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიც აღმოჩნდა - ყველას ნამდვილი სახე გამოაჩინა. ილიკო სუხიშვილმა თავისი ცხოვრებით და ამ საქციელით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლა თავისუფალი და ნიჭიერი ადამიანია. ნიჭიერი ხელოვანი უნიჭოსგან სცენაზეც გამოირჩევა და ცხოვრებაშიც. ორდენოსანი პოეტებისა თუ მუსიკოსების საქციელი კი ნამდვილად არ გამკვირვებია.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"