მამუკა კაციტაძე - დაფინანსებას მიიღებს ყველა პარტია, ვინც 5%-იან ბარიერს გადალახავს

მამუკა კაციტაძე - დაფინანსებას მიიღებს ყველა პარტია, ვინც 5%-იან ბარიერს გადალახავს

ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს ყველა პარტია, ვინც არჩევნებზე 5%-იან ბარიერს გადალახავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალი მემარჯვენეების" წევრმა, მამუკა კაციტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხელმოსაწერ ტექსტზე მუშაობისას, მათ უმრავლესობას მიმართეს ინიციატივით, რომ ამოეღოთ შეთანხმების ტექსტიდან ის პუნქტი, რომლის თანახმადაც ბიუჯეტიდან მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსებას მხოლოდ შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები მიიღებდნენ.

"ჩვენ მივიჩნევდით, რომ ეს იყო მძიმე და დისკრიმინაციული მუხლი, შესაბამისად, ხელისუფლებას მივმათეთ ინიციატივით, რომ ეს მუხლი ამოგვეღო. "ახალი მემარჯვენეების" ძალისხმევით, შეთანხმებაში ამგვარი ნორმა აღარ არსებობს და ბიუჯეტიდან დაფინანსდება ყველა პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს", - განაცხადა კაციტაძემ.

შეთანხმების თავდაპირველ ტექსტში ნათქვამი იყო, რომ "საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერს გადალახავს, მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მილიონ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის 300 ათას ლარს მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად".

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული პუნქტის პირობები მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე ვრცელდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე